29/08/2014
ახლა ყურადღებით მომისმინეთ ვისაც სერიოზულად კუჭი ეწვის ამ გვერდის არსებობის გულიზე... ეს არის ძველი და ახალი მეგობრების გვერდი, ხალხის ვისაც რაღაცა კავშირი მაინც აქ ამ კომპანიასთან და ამ კომპანიის მეშვეობით დამეგობრდნენ. ზოგი მიდის და ზოგი მოდის მაგრამ გაჩენილი მეგობრობა მუდმივია. ჩვენ ყველა ვინც მუშაობდა და მუშაობს, პატივს ვსცემთ ამ ფირმას და ამიტომაც ყდაზე გვიყენია ეს ლოგო. ეს არის აქედან წასულების მოგონება და ახალი მოსულების გაკვეთილი, თუ როგორ ვმეგობრობთ და როგორები ვართ. ამ გვერდის მეშვეობით ხალხიც გვცნობს და სახლში მისულს სერვისის დროს კეთილად გვესალმებიან. ჩვენ ვართ ადამიანები და არა რობოტები, და ჩვენი ცხოვრებაც არის სავსე საინტერესო მომენტებით. ამას პლუს ამ გვერდის მეშვეობით არა ერთ ადამიანს დავეხმარეთ გარკვევაში ზოგიერთი ნივთის მოხმარებაში. ასევე გვთხოვენ კონსულტაციას და ჩვენ სიამოვნებით ვეხმარებით... დამიჯერეთ არა ერთი ადამიანი მისულა საქონლის საყიდლათ ჩვენთან საუბრის მერე... და არ დაგავიწყეთ! ჩვენ ხალხთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქ ამ გვერდის გარეშეც. ჩვენთან ისინი უფრო გახსნილები არიან და უფრო გვიჯერებენ. იმიტომ რომ ჩვენ მაგათ ოჯახებში შევდივართ!!! ჩვენ მაგათთვის შინაურებივით ვართ.
მგონი გასაგებად ავხსენი და მეტი შეკითხვები არ იქნება.
P.S. მე თავისუფლად შემიძლია samsungის, bekoს, LGის ან sonyს ლოგოს გამოყენება და არა მგონია მაგათ ეს ეწყინოთ. უბრალოდ, მე ვმუშაობ ვესტელში და წარმოვადგენ მას ყველგან!!! (სანამ აქ ვმუშობ)