04/06/2022
ვაკანსია!
--- --- --- --- --- --- ---
M-CAD Group არის საინჟინრო მხაზველობითი კომპანია რომელიც ემსახურება ა.შ.შ. დამკვეთებს და ასრულებს ინტერიერების და ავეჯის პროექტირებას ამერიკული სტანდარტების და მოთხოვნების მიხედვით.
გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური მხაზველები, სასურველია ავეჯის საწარმოში მუშაობის გამოცდილებით.
აუცილებელი მოთხოვნები:
1. პროგრამა AutoCAD -ის მაღალ დონეზე ცოდნა და მასში მუშაობის მონიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
2. ინგლისური ენის ცოდნა მინიმალურ სამომხმარებლო დონეზე
3. მინიმუმ 3 წლიანი (უწყვეტი) სამუშაო გამოცდილება AutoCAD -ში.
4. იმპერიული განზომილების (inches) ცოდნა
---------------------------------------------
რას არ ვითხოვთ:
1. 3D Maxx ის ან რომელიმე სხვა გრაფიკული პროგრამის ცოდნას.
2. სტუ-ს, აკადემიის ან ნებისმიერი სხვა სასწავლებლის დიპლომს, მხოლოდ ცოდნა და გამოცდილებაა საკმარისია.
ტუმცა დიპლომი არ დაუშლის ხელს 😁
3. 3D რეალისტური რენდერების გამოგზავნა (მხოლოდ ტექნიკური 2D ნახაზები)
-------------------------------------------
რას გთავაზობთ:
1. სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად (GEL1500 დან GEL2500 მდე, მოგვიანებით შესაძლოა მეტიც) ანაზღაურება საათობრივია.
2. მინიმუმ 40 რეგულარულ სამუშაო საათს კვირაში, ოვერთაიმების შემთხვევაში ანაზრაურება X1.5 ზე.
3. ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა (არამწეველებს 100% დაფარვით), ანაზღაურებადი შვებულება, პირადი და ავადმყოფობის დღეები.
4. კომფორტული სამუშაო გარემო ოფისში, მეგობრული კოლექტივი.
5. სადეკრეტო პერიოდის (3 თვე) ანაზღაურება 80 % და შემდგომ ძიძის ხელფასის სრული ანაზღაურება 2 წლის განმაობაში.
6. ცოდნა და გამოცდილება რომელსაც სხვაგან ვერ მიიღებთ.
-------------------------------------------------
ვაკანსიაზე განაცხადის შემოსატანად საჭიროა:
1. დეტალური რეზიუმე (CV)
2. ნამუშევრების ნიმუშები, ორი ან სამი (მეტი არაა საჭირო) აუცილებლად DWG ფორმატში. PDF არ გამოაგზავნოთ.
3. გამოგზავნილი ფაილები ინდა ასახავდეს თქვენს მიერ შესრულებულ ნებისმიერ პროექტს, უნდა იყოს დასრულებული, Page Layout -ებში ამოყვანილი, გაზმილი, შტამპი შევსებული და უნსა შეიცავდეს Attributes, Dinamic blocks, External references, Dimension and Text styles.
ყველა ხედი უნდა იყოს დასრულებული, გეგმა, ფასადი ქრილები და ა.შ.
3D რენდერებს და ლამაზ დიზაინებს ნუ გამოაგზავნით, ეგ არ გვაინტერესებს. მხოლოდ 2D ნახაზები.
3. მეილის გამოგზავნისას დაართეთ სამოტივაციო წერილი და თქვენი ტელეფონის ნომერი.
Subject Line -ში აუცილებლად ჩაწერეთ Application for Drafting Vacancy. სხვაგვარად განაცხადი/მეილი შეიძლეება გაიფილტროს და აღმოჩნდეს ჯანკში.
-------------------------------------
ფაილები და რეზიუმე გამოაგზავნეთ:
[email protected]
ზემოთ მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ დაგიკავშირდებით გასაუბრების დასანიშნად.
(ხელფასი ზევით წერია, გთხოვთ ათასჯერ ნუღა გვკითავთ 😁)