ევროპული ბრენდი Black Red White 1991 წელს შეიქმნა და დღემდე განსაკუთრებული ცნობადობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბრენდი ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით შექმნას თანამედროვე, დახვეწილი და მულტიფუნქციური ავეჯი. Black Red White-ის გამორჩეული ნიშა სამზარეულოს ავეჯის წარმოებაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის ინტერესებსა და სურვილებზე. Black Red White გამოირჩევა როგ
ორც მრავალფეროვანი სტილით და მასალით, ასევე, მომხმარებელს სთავაზობს სამზარეულოს ავეჯს ყველა საფასო კატეგორიაში.
ბრენდი ქმნის როგორც კლასიკურს, ასევე თანამედროვე და ინდუსტრიული სტილის სამზარეულოებს, რაც მომხმარებელს უმარტივებს შერჩევის და ინტერიერის დაგეგმვის პროცესს. Black Red White Georgia საქართველოში 2023 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაგეგმოს ვიზიტი დიზაინერთან, შეარჩიოს სასურველი მასალა და შეუკვეთოს სამზარულოს, მისაღები ოთახის და საძინებლის ავეჯი ხელსაყრელ ფასად. მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის Black Red White Georgia სრულ სერვისს გთავაზობთ, რაც გულისხმობს სამზარეულოს პროექტის შექმნას, შეკვეთის პროცესს, ტრანსპორტირებას და მონტაჟს. Black Red White Georgia-ს შოურუმი წარმოდგენილია თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე N125, ავეჯის და დეკორის მულტიბრენდულ ჰაბში „ICR Home".