05/10/2023
⚫️ "ერთხელ პატარა მამა გაბრიელს, მეზობლის ნათქვამი გაუგონია: "რა ქრისტესავით ჯვარს გამაკარიო".
პატარა ვასიკოს (ასე ეძახდნენ მას ბავშვობაში) უკითხავს თუ ვინ იყო ქრისტე და რატომ გააკრეს ჯვარზე.
აქედან გაუგია, რომ არსებობს წიგნი, რომელშიც ქრისტეს ცხოვრება წერია.
ამის შემდეგ, ნატვრადქცეული სახარების შეძენა და წაკითხვაც უჩვეულოდ მომხდარა.
ერთხელ თორმეტი წლისას, ბაზართან მოხუცებული კაცი დაუნახავს, რომელიც მაგიდაზე დაწყობილ რამდენიმე წიგნს ყიდდა.
ვასიკო მიახლოებულა და უკითხავს - სახარება ხომ არა გაქვსო.
მოხუცს უპასუხია: - ერთი მაქვს და მოგყიდიო.
ვასიკოს შეწუხებით უთქვამს: - მე მხოლოდ 7 მანეთი მაქვს შეგროვილიო.
ჰოდა, მეც სწორედ ეგრე ვყიდიო - უპასუხია მოხუცს..
გახარებულ ბავშვს წიგნი გამოურთმევია, გულში ჩაუხუტებია და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკან მოუხედავს მადლობის სათქმელას, მაგრამ იქ აღარც მოხუცი მდგარა და აღარც წიგნებიანი მაგიდა..."
📚 წიგნიდან წმინდა მამა გაბრიელის სწავლებანი. გვ13.