04/05/2025
მოგესალმებით, ჩვენო ერთგულო გამომწერებო.
მოგივიდოდათ შეტყობინება, რომ ქიდმარტმა გადაიკეთა სახელი.
ჩვენ არა მხოლოდ გადავაკეთეთ სახელი, არამედ შევიცვალეთ სამუშაო პროფილი და გავხსენით ავეჯის საწარმო, რაც დიდიხანია გვინდოდა.
ვისაც ჩვენთან გითანამშრომლიათ ან შეგიძენიათ ჩვენი პროდუქტი, გაგახსენდებათ თუ როგორი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ამ ურთიერთობას,
ყოველთვის ვცდილობდით და ვასრულებდით 100% ით, დროულად მოგვეწოდებინა შენაძენი, ყოველთვის ვცდილობდით,
შემოგვეთავაზებინა სიახლეები, პროდუქტზე გქონოდათ სრული ინფორმაცია და რაც მთავარია, ამ ყველაფერს გთავაზობთ, ადეკვატურ და ხელმისაწვდომ ფასებში.
დიახ, აქაც ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა და ყოველთვის გავამყაროთ თქვენი ნდობა, რაზეც დიდ მადლობას გიხდით, აქვე შემოგთავაზებთ ჩვენს ერთ-ერთ ნაშრომს და რაც შეეხება პროდუქტს დროთა განმავლობაში დავდებთ გვერდზე
დიდ მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!!!🫶