23/06/2026
📢 ვაკანსია - ჩათისა და ზარების ოპერატორი
📍 სამუშაო ადგილი: რუსთავი
❗ სამუშაო სრულად ადგილზეა და დისტანციური რეჟიმი არ განიხილება
ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და ენერგიულ თანამშრომელს, რომელსაც შეუძლია მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია როგორც ჩათში, ისე ტელეფონით
მოვალეობები:
• Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა არხებიდან შემოსული შეტყობინებების დამუშავება
• სატელეფონო ზარებზე პასუხი
• მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
• შეკვეთების მიღება და შესაბამის განყოფილებებთან კოორდინაცია
მოთხოვნები:
✔ გამართული კომუნიკაციის უნარი
✔ კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
✔ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
✔ მომხმარებელთან ურთიერთობის ან გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
💰 ანაზღაურება: 1,200 – 1,500 ლარი
(განისაზღვრება გამოცდილებისა და უნარების მიხედვით)
თუ ეძებ სტაბილურ სამუშაოს და მზად ხარ ადგილზე მუშაობისთვის, დაგვირეკე ან დაგვიკავშირდი პირად შეტყობინებაში
გთხოვთ, მხოლოდ ის კანდიდატები გამოგვეხმაურეთ, ვისაც რუსთავში ადგილზე მუშაობა შეუძლიათ