17/08/2026
CASTELLO PROJECT | KOJORI RESIDENCE
ინტერიერი, სადაც განსხვავებული სტილი, ფერი და ფაქტურა არა კონკურენციას, არამედ ერთიან დიზაინერულ კომპოზიციას ქმნის.
თბილისთან ახლოს, კოჯორში მდებარე ამ გამორჩეული რეზიდენციის ინტერიერში თანამედროვე არქიტექტურის თავშეკავებული ხაზი ჰარმონიულად ერწყმის ბოჰემურ ესთეტიკას, ინდუსტრიულ დეტალებსა და იტალიური დიზაინის გლამურულ ელემენტებს.
მისაღები სივრცის მთავარი აქცენტი გერმანული Bretz-ის სიმბოლოდ ქცეული Teratai-ია — ინტენსიურ მწვანე ხავერდის ქსოვილში, თავისუფალი და თითქმის სკულპტურული ფორმის საკულტო დივანი სავარძლით. მისი რბილი გეომეტრია, არტიზანული ნაკერები და ღრმა ფერის პალიტრა მკვეთრ კონტრასტს ქმნის ინტერიერის მონოქრომულ არქიტექტურასთან, მუქ ზედაპირებსა და ბუნებრივი ხის თბილ ფაქტურასთან.
კომპოზიციას განსაკუთრებულ ბოჰემურ ხასიათს ანიჭებს Bretz-ს ელეგანტური Cocoa Island — მბრუნავ ბაზაზე განთავსებული იმპრესიული სტილის სავარძელი, სადაც ოქროსფერი ხავერდი და დეკორატიული გობელენის ქსოვილი აერთიანებს ფერს, ხელოვნებასა და ექსცენტრულ დიზაინს.
სივრციდან სივრცეში ხასიათიც იცვლება.
მისაღების თამამი, თითქმის არტისტული ესთეტიკა სასადილო ზონაში უფრო დახვეწილ და გლამურულ ინტერპრეტაციას იძენს — Reflex Angelo--ს ტყავის სკამებითა და თანამედროვე სტილის კონსოლით, რომლის გოფრირებული ტყავის ფასადი ინტერიერს განსაკუთრებულ ტაქტილურობას მატებს.
დიზაინერული განათება კი პროექტში მხოლოდ ფუნქცია აღარ არის — ის არქიტექტურის ნაწილია.
Zaha Hadid-ის მიერ Slamp-ისთვის შექმნილი სანათი Aria თავისი აეროდინამიური, სკულპტურული ფორმით სივრცეში სინათლის არქიტექტურულ ობიექტად გვევლინება, ხოლო Lorenza Bozzoli-ს მონუმენტური ჭაღი La Lollona მისაღებ სივრცეს უფრო დეკორატიულ, გლამურულ და თეატრალურ განწყობას სძენს.
სრულიად განსხვავებული დიზაინერული ენა შემოაქვს Moroso × Diesel Living-ის კოლაბორაციით შექმნილ Pipe-ის ტორშერს — ინდუსტრიული ესთეტიკის ირონიული ინტერპრეტაცია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ სახლის ეკლექტიკურ ხასიათს.
ბოჰემური ხავერდი. ინდუსტრიული დეტალები. სკულპტურული ფორმები. გლამურული განათება და თანამედროვე არქიტექტურა.
განსხვავებული დიზაინერული კომპოზიციები ერთ სივრცეში — გაერთიანებული არა ერთი სტილის, არამედ ინდივიდუალური ხასიათის გარშემო.
Castello — interiors with character.