თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა

თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა მისამართი: პლ. იოსელიანის ქ. 37 Address: St. Ioseliani. # 37
Tel: 2 36 39 01 Mobile: 599 02 16 82

თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის №1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა დაარსდა 1955 წელს იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ბაზაზე. შკოლის პირველი დირექტორი იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე კონსტანტინე ფარნაოზის ძე კიკნაძე.
სამხატვრო სკოლას არსებობის მანძილზე ხელმძღვანელობდნენ 1960 წლიდან 1967 წლამდე ფერმწერი სიკო აზარაშვილი, 1967 წლიდან 1980 წლამდე საქართველოს დამ

სახურებული მხატვარი ირაკლი ყანდაშვილი, 1980 წლიდან 1994 წლამდე მხატვარი, ქსოვილების დიზაინერი მერი ქსოვრელი, 1994 წლიდან 2007 წლამდე მხატვარი მოდელიორი თამარ ინორიძე, 2008 წლიდან სკოლის დირექტორია ხელოვნებათმცოდნე ქეთევან ბარნაბიშვილი.
1975 წელს სკოლას გამოეყო თავისი დამოუკიდებელი სასწავლო ბაზა იოსელიანის ქ. №37-ში. შამხატვრო სკოლაში ისწავლება ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგები: ხალიჩის ქსოვა, თექა, ჭედურობა, ხეზე კვეთა; ხელოვნების ისტორია, რომელიც მოიცავს სახვითი ხელოვნების ისტორიას და თეორიას, არქიტექტურის, თეატრისა და კინოს ისტორიის ზოგად კურსს.
სამხატვრო სკოლის პირველი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მხატვარი: ჯიბსონ ხუნდაძე, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე ცისია ელისაშვილი, ღვაწლმოსილი მხატვრები და პედაგოგები ცისანა სამუნაშვილი, მიხეილ გაბუნია, თამარ ძიძიგური, ეთერ კაკაბაძე, შაქრო ლომსაძე, Lეილა ჩოხელი, სერგო ნიაური, ფრიდონ გოცირიძე. შემდგომ პერიოდში მომავალ მხატვართა აღზრდის საქმეს დიდი სიყვარულით ემსახურებოდნენ ცნობილი ხელოვანნი: შოთა და მარგარიტა მეტრეველები, გურამ კორძახია, ქეთევან კარბელაშვილი, მარიკა დაუშვილი, ვლადიმერ ზარიძე, ავთანდილ და მარიკა დევდარიანები, ლია ბარნაბიშვილი, მერაბ მეტრეველი, გივი ლელაშვილი, ჯულიეტა ბერძენიშვილი, ლევან ქავთარაძე, დალი ანთიძე, ვახტანგ მუსხელიშვილი, იოსებ აჯიაშვილი, ლევან ქავთარაძე, თამარ ინორიძე, გია გოგლიძე, ნინო ჯინჭარაშვილი, ნანა მხეიძე, ნინო ელერდაშვილი, დავით გომართელი.
სკოლის აღსაზრდელები წლების მანძილზე აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო, რესპუბლიკურ, საქალაქო კონკურსებსა და გამოფენებში. მათ მოპოვებული აქვთ უამრავი ჯილდო, სიგელი, დიპლომი, პრიზი, მედალი და არაერთხელ ასახელეს საქართველო და ჩვენი სკოლა, როგორც რეგიონული, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
სამხატვრო სკოლის აღსაზრდელები ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-70-იან წლებში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საბავშვო გამოფენებსა და კონკურსებში. მათ გაიმარჯვეს 1971 წელს ქალაქ კრივოიროგში გამართულ ბავშვთა გამოფენა-კონკურსში, 1972 წელს ქ. ერევანში გამართულ ბავშვთა გამოფენაში, 1975 წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო “დაშირზე გამარჯვების 30 წლისადმი” მიძღვნილ გამოფენაში. Aქ ბავშვთა ნახატებთან ერთად წარმოდგენილი იყო დიდ სამამულო ომში მონაწილე პედაგოგთა ნამუშევრები. 1980 წელს მოეწყო სამხატვრო სკოლისა და პირველი სამუსიკო სკოლის ერთობლივი გამოფენა-კონცერტი, გამარჯვებული ბავშვები დაჯილდოვდნენ პრიზებით. 1983 წელს სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქალაქო “ახალგაზრდულ გამოფენაში”, სადაც გამოფენილი იყო სამხატვრო სკოლის 47 მოსწავლის ნამუშევარი.
1984 წელს თბილისში ფილარმონისს საკონცერტო დარბაზში გაიმართა კულტურის სამმართველოს ღონისძიება, აქვე ფილარმონიის ვესტიბიულში გამოფენილი იყო სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა მიერ აკვარელსა და პასტელში შესრულებული ნამუშევრები. ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები და მათი ავტორები: ნესტან ძამაშვილი, ირაკლი ლაზარიშვილი, კონსტანტინე კუჭავა, ვიტალი პოდგარელოვი დაჯილდოვდნენ სიგელებით, სკოლის ხელმძღვანელობას კი გამოეცხადა მადლობა. Aსევე 1985 წელს კულტურის სამმართველოს ეგიდით მოეწყო ღონისძიება “საგაზაფხულო ზეიმი” ღია ცის ქვეშ, სადაც მონაწილეობა მიიღო სკოლის 80 ნორჩმა მხატვარმა.
სამხატვრო სკოლის აღსაზრდელებმა დიდი წარმატებით მიიღეს მონაწიელობა მსოფლიოს I საყმაწვილო დელფიადაში, რომელიც ჩატარდა თბილისში 1997 წელს. ნორჩმა მხატვრებმა გაიმარჯვეს იაპონიაში ახალგაზრდული ფონდის - “ომი და მშვიდობა”, კონკურსში, შვეიცარიაში ჟენევაში მოწყობილ საერთაშორისო ბავშვთა სურათების გამოფენაში, ირანში თეირანში ჩატარებულ საერთაშორისო გამოფენაში, ჰოლანდიის ბავშვთა გამოფენაში, სამხრეთ აფრიკაში მოწყობილ საერთაშორისო კონკურსში, ეგვიპტეში კაიროში გამართულ ბავშვთა ნახატების გამოფენაში, პოლონეთში მოწყობილ გამოფენაში. სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებმა დაიმსახურეს დიპლომები. საფრანგეთში სპივაკოვის ფონდის მიერ მოწყობილ გამოფენაზე “ბავშვები სხვა ბავშვებისთვის” წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2001 წელს სამხატვრო სკოლამ დაიმსახურა ჩეხეთში, ქალაქ ლიდიცაში საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზი “ლიდიცის ოქროს ვარდი”, სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა თურქეთში დიდიმში მოწყობილ გამოფენაზე, სადაც მათ მიიღეს სიგელები, ასევე სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრები გამოფენილი იყო საბერძნეთში მოწყობილ ბავშვთა საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც მათ დიდი მოწონება ხვდათ წილად. შამხატვრო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა არაერთხელ მოაწყო აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენები აზერბაიჯანსა და სომხეთში. 2009 წელს ბელორუსიაში გამართულ ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში “მშობლიურო ჩემო მიწავ” სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მოსწავლეთა ნამუშევრებმა და პედაგოგმა მაია ქინქლაძემ მიიღეს სიგელები. შამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები ხსირად იფინება ბავშვთა საქალაქო გამოფენებზე. შკოლის აღსაზრდელები ყოველთვის მონაწილეობენ საქალაქო კონკურსებში და მათი ნამუშევრები საუკეთესო შეფასებებს იმსახურებენ. წლების მანძილზე პედაგოგიური კოლექტივი აწყობს ბავშვთა გასვლით გამოფენებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, თელავი, სიღნაღი. სკოლის საუკეთესო მოსწავლეებისათვის ეწყობა პერსონალური გამოფენები, როგორც სკოლაში, ასევე დედაქალაქის სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებში.
2008 წელს ისტორიულ მუზეუმში მოეწყო გამოფენა “მომავალი ჩვენია”. წლების მანძილზე სამხატვრო სკოლის მოსწავლეები იყვნენ პრეზიდენტის სტიპენდიანტები, ხოლო უკვე ორი წელია, რაც სკოლის 12 საუკეთესო მოსწავლე და მათი პედაგოგები იღებენ მერიის სტიპენდიას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობის მიზნით ტარდება ღია გაკვეთილები თბილისისა და რეგიონალურ სახელმწიფო, მემორიალურ მუზეუმებში, ლექცია-საუბრები კულტურის და ისტორიულ ძეგლებზე, გასვლითი გაკვეთილების დროს ნორჩი მხატვრები მუშაობენ პლენერზე (ძველ თბილისში, სიღნაღში, თელავში). მოსწავლეებს უკვე წლებია საზაფხულო პრაქტიკა ზოოპარკში უტარდებათ.
თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის #1 სამხატვრო ხელოვნების სკოლაში ისწავლება, როგორც სახვითი, ისე გამოყენებითი ხელოვნების დარგები:
ხატვა
ფერწერა
დაზგური და გამოყენებითი კომპოზიცია
ხელოვნების ისტორია
ჭედურობა
ქანდაკება
ხეზე კვეთა
ფარდაგი
გობელენი
თექა
მინანქარი
თოჯინები
მეტყველება
მხატვრული კითხვა
ფოტოხელოვნება და სხვ.

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებისათვის სწავლა უფასოა – სწავლის საფასურს იხდის ქალაქ თბილისის მერია

მისამართი: იოსელიანის ქ. # 37
ტელეფონი: 2 36 39 01
მობილური: 599 02 16 82


#1 Painting Art School of SolikoVirsaladze Tbilisi City Myor Hall
We teach both - fine art and applied art fields:
Drawing
Painting
Easel and Applied Composition
Art History
Stamping
Sculpture
At the intersection of Wood
Carpet
Tapestry
Felt
Speech
Feature Reading
Photography and others.

🎨2026 წლის 2 მაისს N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში - “ მე მინდა საქართველო მიც...
11/05/2026

🎨2026 წლის 2 მაისს N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში - “ მე მინდა საქართველო მიცნობდეს”

🖼️🏛️ ღონისძიება არკადია საქართველოს დარბაზში მოეწყო.

09/05/2026

უილიამ ბლეიკის ნამუშევარი 🖌🎨

🎥 ვიდეოს ავტორი: ნინო ბარნაბიშვილი

08/05/2026

2026 წლის 6 მაისს N1 სამხატვრო სკოლაში გაიხსნა მასწავლებელ თეა რაზმაძის მოსწავლეთა ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა 👩🏻‍🎨🧑🏻‍🎨🎨♥️

გვეწვიეთ ✨🫶🏻
05/05/2026

გვეწვიეთ ✨🫶🏻

Address

Pl. Ioseliani Str. N37
Tbilisi
0171,

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995599021682

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა:

Share